... 18 აგისტოს სისხამ დილაა. მე, გიორგი შიხაშვილი
და ჩემი დამრიგებელი, ბატონი მურმან სურმავა ჩემი საკუთარი opel zafira-ს მარკის ავტომობილით
გეზს დასავლეთის მიმართულებით ვიღებთ. გავიარეთ წყალტუბოს სოფლები, გადავედით მდ.გუბისწყალზე,
საიდანაც ხონი იწყება. ქ.ხონში მარჯვნივ მოვუხვიეთ, რათა მარტვილში მეორე, ცენტრალური
გზიდან შევსულიყავით. ისევ მდ. ცხენისწყალია, რომლის მარჯვენა სანაპიროზე გვხვდება
ტრაფარეტი: „მარტვილი“. ხიდთან გავჩერდით და დაბლა დავეშვით, სადაც ყინულივით ცივ წყაროს
წყალს დავეწაფეთ, ცოტა შევისვენეთ და გზას გავუდექით. გავიარეთ ქალაქი მარტვილი, შევედით
ისტორიულ სოფელ ინჩხურში, რომელმაც არაერთი სასახელო მამულიშვილი აღუზარდა ჩვენს სამშობლოს,
რომელთაგან აღსანიშნავი არიან: მე-10 საუკუნეში მოღვაწე ჰიმნოგრაფი იოანე მინჩხი და
ჩვენი წამებული პატრიარქი ამბროსი ხელაია, რომლის სახელობის ტაძარი დგას სოფლის ცენტრში.
ეკლესიასთან მარჯვნივ ვუხვევთ და მივემართებით მთისკენ, სადაც მღვიმე „გველოდება“.
სოფელში ერთეულებმა თუ იცოდნენ მის შესახებ. კითხვა-კითხვით მივადექით მთას, რომლის
სამხრეთ ფერდობზე ხეებითა და ბუჩქებით დაფარულ გზას უნდა ავყოლოდით. არანაირი ბილიკი,
სწორედ დროულად შეგვხვდა ერთი ახალგაზრდა, ადგილობრივი მცხოვრები ზაზა ხელაია, რომელმაც
დახმარება აღგვითქვა და შევუდექით აღმართს. გზა იყო მეტად რთული, ეკალ-ბარდი გვიკაწრავდა ხელ-ფეხს, მაგრამ სწორედ ეგ, თავისებური
ექსტრემი გვიმაღლებდა მოტივაციას მიზნის მისაღწევად.
დაახლოებით 15-20 წუთი დაგვჭირდა, რათა შესასვლელი აღმოგვეჩინა და აი, ისიც გამოჩნდა. საოცრად გავიხარეთ, ვიწრო 1,2 მეტრის სიმაღლის შესასვლელში შევედით და აღმოვჩნდით საკმაოდ დიდ დარბაზში, რომელიც როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ იშლება. გავიარეთ დაახლოებით 50 მეტრი განათების საშუალებით. ვნახეთ სხვადასხვა ფორმისა და სიდიდის სტალაქტიტი და სტალაგმიტი, მყუდროება დავურღვიეთ ღამურებს. გარეთ 40 გრადუსამდე სიცხე იყო, ხოლო მღვიმეში საოცარი სიგრილე და სასიამოვნო გარემო. გადავწყვიტეთ წაგვეხემსა, თითო ჭიქა კახეთიდან წამოღებული საფერავი ჩამოვასხით და ცხოვრებაში პირველად კარსტულ მღვიმეში, შევსვი ჩემი ლამაზი სამშობლოს სადღეგრძელო. ცოტა შევისვენეთ და დაბლა დავეშვით. მეგრელები სტუმართმოყვარე ხალხია, ბატონმა ზაზამ ისე არ გამოგვიშვა, სანამ მის ოჯახში ერთი სადღეგრძელო არ წარმოვთქვით. მასპინძელს დავემშვიდობეთ და გავუდექით გზას კანიონისაკენ. აი, ისიც. რა ეროვნების ადამიანს არ ნახავ აქ: ქართველს, ლიტველს, რუსს, ინგლისელს ... ვნახეთ რამდენიმე ნაცნობიც. შევდივართ კანიონის სიღრმეში და წინ საოცარი სილამაზე ისახება. ერთი მყუდრო ადგილი შევარჩიეთ და წყალშიც ჩავედით. საოცრად ანკარა და გრილია მდ. აბაშის წყალი, ფეხეზე რაღაც შეხება ვიგრძენი და გამჭირვალე წყალში გამოჩნდა უამრავი პატარა თევზი, რომელიც გარს გვეხვია, ვუყურებ და ვფიქრობ, თუ რამდენ მილიონ ადამიანს აღაფრთოვანებდა მსგავსი რამ, რამდენი არ დაგიჯერებს მონაყოლს, თუკი საკუთარი თვალით არ ნახავს...

დრო უცებ გადის, ჯერ წინ კიდევ დიდი გზაა, ვსხდებით მანქანაში და
მივიწევთ სოფელ ბალდისაკენ. აი, შევედით მეორე ბალდაში, მონასტრიდან გალობის ხმა ისმის,
ჩვენ შიგნით შევდივართ და საღამოს ლოცვას ვესწრებით, რომლის დასრულების შემდეგ, ადგილობრივმა
ახალგაზრდამ მიგვასწავლა ადგილი ტყეში, სადაც ღამის გათევას შევძლებდით. ჩვენ აქ ბუნების
ძეგლი, მილიონი წლების მომსწრე, ბალდის კანიონი ვნახეთ, რომელიც დაახლოებით 1,5კმ გასდევს
გზას, შუა ნაწილში არსადააა ჩასასვლელი წყლამდე, მხოლოდ ბოლოში ვნახეთ კანიონის შესასვლელი,
ზემოდან გადმოვხედეთ და ჩაჭრის სიღრმე სავარაუდოდ 30მ-ს აღემატება. სიგანე ალბათ
7-8მ. იქნება. კანიონის ბოლოს სამანქანო გზა დამთავრდა, სადაც იდგა ბოძი წარწერით:
კაღუს ჩანჩქერი -0,3კმ, მის ქვემოთ კი ეწერა: ონიორეს ჩანჩქერი - 4კმ. მზის ჩასვლა
ახლოვდებოდა, მანქანა დავტოვეთ, გადავედით საცალფეხო ხიდზე და გავყევით მდ.აბაშის მარჯვენა
სანაპიროს. ჩემი ყურადღება მიიპყრო ბზის ტყემ, რომელიც ძალზე იშვიათობაა მსოფლიოში,
ასევე დამაინტერესა მღიერებმა და მისმა სილამაზემ, იგი ხომ მხოლოდ იქაა, სადაც სუფთა
ჰაერი და ნოტიო ჰავაა. აჰა, გამოჩნდა კაღუს ჩანჩქერიც და თვალით ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მსგავსი ჩანჩქერი არც რეალურად და არც
ფოტოზე არასდროს მინახავს.
შევედით მდინარეში და საკუთარ სხეულზე ვიგემეთ ჩანჩქერიდან ჩამომავალი ყინულივით ცივი წყლის დარტყმის ძალა. გავგრილდით, წყლიდან ამოვედით და დავიწყეთ მზადება ღამის გასათევად. მთელი ჩვენი აღჭურვილობა გადმოვზიდეთ მანქანიდან. ტყეში წავაწყდით გემოვნებით ნაგებ ხის სახლს, მართალია, დაკეტილი იყო, მაგრამ აივანზე დავბანაკდით. დავიწყეთ ზრუნვა შეშის მოსაგროვებლად, რათა კოცონი დაგვენთო. უცებ ზევით ავიხედე და ჩავფიქრდი. გავხედე მზეს, რომელიც ამ ბუმბერაზ მთებს მიეფარა. ირგვლივ საოცარი მყუდროებაა, სიჩუმეს მხოლოდ მდ. აბაშის წყლის ჩუხჩუხი და ჩიტების ჭიკჭიკი არღვევს. ტელეფონს სიხშირე არა აქვს, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს XXIს-დან უცებ სხვა დროში აღმოვჩნდი, საოცარი შეგრძნებაა, ამის აღწერა სიტყვით წარმოუდგენელია, ეს ადამიანმა თავად უნდა განიცადო. ბინდდება. სულ უფრო მუქად იკვეთება ჩემ ირგვლივ არსებული მთების სილუეტები. ფიქრიდან ძახილმა გამომიყვანა, მასწავლებელი და თანაკურსელი თავისთან მიხმობდნენ. მდინარეში წყლის მიერ მოტანილი მოზრდილი კუნძი ეპოვათ და დახმარება სჭირდებოდათ მის ამოსატანად.

დაღამდა. ჩვენც წინასწარ მომზადებული ფანარი
ავანთეთ აივანზე, კოცონი დავანთეთ და დავიწყეთ წინასწარ ჩაბასტურმებული ხორცის შამფურზე
აცმა. აჰა, ნაკვერჩხალზე საამო სურნელებაც ავარდა. პატარა ხის ტაბლაზე სუფრა გავშალეთ
და ნადიმიც დაიწყო. გულიდან ამომავალი ლამაზი სადღეგრძელო სადღეგრძელოს მოსდევდა, მართალია,
მოსწავლეები ვართ, მაგრამ განა შეიძლება ქართველმა კაცმა, რომელიც იმ სილამაზეს დღისით
ნახავს, რომელიც ჩვენ ვნახეთ, შეძლოს, რომ საღამოს რამდენიმე სადღეგრძელოთი იგი არ
შეამკოს?! „სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვენისა?!“ მთელი დღის ნამგზავრებმა, დაღლილობაც ვიგრძენით და
საწოლსაც მივაშურეთ, მაგრამ, ჰოი, საოცრებავ, თუკი სახლში დაწოლისთანავე მეძინება,
აქ ძილი სადღაც გაქრა. ემოციებით დატვირთულმა ხან რაზე ვიფიქრე, ხან რაზე. საქართველოს
არაერთ კუთხეში ვყოფილვარ და ყველა ერთმანეთზე უფრო ლამაზი და საინტერესოა. ალბათ,
სწორედ ეს იზიდავდა უძველეს დროიდან ქინქლასავით ურიცხვ უცხოელ მტერს, რომელთა რაოდენობა
დღესაც საკმაოდ დიდია. რამდენი ვაჟკაცი გმირულად
დაღუპულა იმისთვის, რომ ეს სილამაზე ჩემთვის და ჩემი თანატოლებისთვის შეენარჩუნებინათ.
შეიძლება ის ადგილები, სადაც ჩვენ ვიყავით, ჩვენი გმირი წინაპრების ძვლებითაა გაპოხიერებული.
უცებ გამახსენდა გელათი, დავით აღმაშენებლის საფლავი, რომლის გულზე ამაყად დააბიჯებს
ქართველი. შეიძლება მეც უცნობი გმირის მკერდზე ვდგავარ... ამაზე ფიქრი სიამაყის გრძნობით აღმავსებს და მწამს,რომ მაქსიმუმს გავაკეთებ,რათა
გავხდე წარმატებული სამხედრო ოფიცერი, რომელიც
მთელი არსებით იბრძოლებს სამშობლოს საკეთილდღეოდ.
შუაღამე გადასული იყო, როდესაც მდინარის
გაღმა ნაპირიდან მგლების ყმუილი გაისმა, მაგრამ არ შემშინებია, ნადირი ხომ ცეცხლს უფრთხის,
ჩვენ კი საკმაოდ დიდი კოცონი გვენთო. გამთენიისას ცოტა წამეძინა, მაგრამ ვინ გაცალა
- მასწავლებელმა და კურსელმა გამაღვიძეს და მართლაც ღირდა გაღვიძება!.. ისინი ალიონს
უმზერდნენ ბედნიერი სახეებით, მართლაც და რა ლამაზია მთაში მზის ამოსვლა, ნელ-ნელა
რომ ნათდება გარემო. ამ ფერისცვალება დილას ათასფრად ანათებს მზის სხივი კოლხური ტყის
ფოთლებზე. კარგად გათენდა, იქვე მოჩუხჩუხე წყაროს წყალი შევსვით, ადგილი დავალაგეთ,
დავასუფთავეთ და აღჭურვილობა მანქანაში გადავიტანეთ. კიდევ ერთხელ წავედით კაღუს ჩანჩქერზე
და გავგრილდით. გვერდზე ბილიკი გადიოდა, რომელიც ულამაზეს ჩანჩქერებთან ონიორესთან
და ტობასთან გვეპატიჟებოდა. ძალიან გვინდოდა იქ წასვლა, მაგრამ დროში ვიყავით შეზღუდულები.
ინტერესს გვიორკეცებდა ადგილობრივთან-ბატონ მალხაზ ბჟალავასთან შეხვედრა, რომელმაც
გვითხრა, რომ იქ არაერთი ჩანჩქერი იყო, მათ შორის ერთ-ერთი შიგნით მღვიმეში, რომელსაც რამდენიმე მეტრის ვარდნა
აქვს. მსგავსი არსდროს მინახავს და ძალიან დამაინტერესა.
დადიანების რეზიდენციიდან გამოვედით და
გავემართეთ წაჩხურისაკენ. სადაც მთაზე გამოჩნდა
მშენებარე მამათა მონასტერი. ავედით მაღლა, მოვილოცეთ ეს გრანდიოზული ტაძარი, დავათვალიერეთ და აღფრთოვანებულები დავბრუნდით
უკან. ბევრი
რამ გამიგონია წაჩხურის მთავარანგელოზის მონასტრის შესახებ, ამიტომ გზად მომავალი შუახნის ქალბატონთან მანქანა შევაჩერეთ
და გავესაუბრეთ. როგორც ქალბატონმა დარეჯანმა აგვიხსნა, ტაძრამდე რამდენიმე კილომეტრი
გრუნტის გზა უნდა გაგვევლო. ტაძარს თურმე მოსკე-წაჩხურუს ეძახიან, რაც მეძევეს(ძის
მომცემს) ნიშნავს. აქ აღდგომის პირველ ხუთშაბათს ხალხი დილაუთენია აკვნიანად მიდის,
სადაც მისი კურთხევა ხდება. არაერთხელ აღსრულებულა ღვთის სასწაული და უშვილო წყვილს
შვილი შესძენია. ამ საოცრებამ მეტად დაგვაინტერესა ყველანი და დავგეგმეთ თუკი საშუალება
მოგვეცემა, აღნიშნულ დღესასწაულს დავესწროთ შემდეგ წელს, რათა მონათხრობი რეალურად ვნახოთ. გულთბილად დავემშვიდობეთ ქალბატონ
დარეჯანს და გავუდექით გზას, უკან მარტვილისაკენ. შუადღე გადასული იყო, წინ დიდი გზა
გველოდა, დედაქალაქში ვიყავით დასაბრუნებელი. გავიარეთ მარტვილი, სოფელი ხუნწი, ცხენისწყლის
ხიდთან გავჩერდით, დაბლა დავეშვით, ცივი წყაროს წყლით გავგრილდით, მაღლა ამოსულები
მანქანისკენ გავემართეთ. ჩაჯდომამდე კიდევ ერთხელ გავხედე ტრაფარეტს წარწერით- „მარტვილი“,
გულში „დავპირდი“, როგორც კი დროსა და მომენტს გამოვძებნიდი კიდევ ერთხელ ვეწვეოდი
მას და დავტკბებოდი მისი სილამაზითა და მრავალფეროვნებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий