მე გახლავართ გენერალ გიორგი კვინიტაძის კადეტთა სამხედრო
ლიცეუმის II კურსის
კადეტი კოკა თედორაძე. წარმოშობით ვარ გურიიდან. ლიცეუმში უკვე მეორე წელია ვსწავლობ,
დროის ამ მონაკვეთში გავიცანი ჩვენი სამშობლოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული არაერთი
კადეტი. ერთ-ერთი საერთო შეხვედრის დროს გავიცანი მესამე კურსელი კადეტები გიორგი შიხაშვილი
და გიგა ლოლაშვილი, რომელთაც გამაცნეს მათი ტურისტული მარშრუტის შესახებ მარტვილის
მუნიციპალიტეტში. მონათხრობმა მე და არამარტო მე, არამედ მრავალი კადეტი იმდენად აღგვაფრთოვანა,
რომ გადავწყვიტეთ ამ ჯგუფს შევერთებოდით და შევუდექით მზადებას სალაშქროდ. აი დადგა
2 ნოემბრის დილაც. ლიცეუმის ეზოდან გავედით toyota-ს მარკის ავტობუსით,
თან გვახლდა ქართულის, ქიმიის, ფიზიკის და გეოგრაფიის მასწავლებლები. გზას დავადექით
დასავლეთით, გავიარეთ წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიები, გადავედით
მდინარე ცხენისწყლის ხიდზე და ფეხი დავადგით მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
სანამ წყაროზე ვგრილდებოდით ჩვენი ფიზიკის ჯგუფი შეუდგა ანათვლების აღებას. გავაგრძელეთ
გზა, შევედით ქალაქ მარტვილში, პირველი რაც ეგრევე თვალს ხვდება და იზიდავს მარტვილის მონასტერია,
რომელიც დავათვალიერეთ და მოვილოცეთ, შემდეგ ჩავედით მარტვილის გივი ელიავას სახელობის
მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, სადაც უამრავი ღირსშესანიშნაობა დაგვხვდა.
ემოციებით დატვირთულებმა დავტოვეთ მუზეუმი და მისი სტუმართმოყვარე კოლექტივი. რამდენიმე კილომეტრში გზაზე წინ „შემოგვეგება“ მილიონი წლების მომსწრე კანიონი, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემში. კანიონის ბოლოს ასფალტირებულ გზას გვერდით გასდევდა გრუნტის გზა, რომელიც სოფელ პირველ ბალდაში გვეპატიჟებოდა და ჩვენც სწორედ ამ გზას დავადექით. აი ტაბაკელას მთაც, რომლის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზეც მღვიმე „გვემალება“. მივიწევთ წინ, გზა საკმაოდ დამღლელია, რადგან წინ ციცაბო აღმართია, მთუმეტეს ნაწვიმარი. ფეხი სრიალებს, მაგრამ მიზანს თუკი დაისახავს ადამიანი, წინ ვერაფერი დაუდგება, ავდივართ სულ უფრო და უფრო მაღლა, აჰა გამოჩნდა მღვიმის შესასვლელი, რომელიც მდინარის ეროზიული მოქმედების შედეგად ლამაზად შექმნილ პატარა „ჭიშკარს“ წარმოადგენს, გავიარეთ ეს გზაც და მღვიმესაც მივადექით. მღვიმის შესასვლელთან ისტორიული კედლის ნანგრევები დაგვხვდა, სადაც თურმე თურქობის დროს ხალხი თავს აფარებდა. ალბათ დაგაინტერესათ თუ რომელი მღვიმეა ეს... ჩვენ მოთენას მღვიმის შესასვლელთან ვიმყოფებით.
შიგნით შესვლამდე მასწავლებლის ინსტრუქტაჟი მივიღეთ მღვიმის დათვალიერებასთან მიმართებაში, განათების საშუალებელი მოვიმზადეთ და დავიწყეთ წინსვლა. სითბოს სიგრილე ცვლის, ნელნელა წინ მივემართებით და საოცარ სიამოვნებას ვგრძნობთ. წინ იშლება ლამაზი სანახაონა სტალაქტიტების, სტალაგმიტებისა და ტრავერტინების სახით. ქვემოთ ფეხქვეშ კი წყალი მოჩუხჩუხებს, აჰა ერთი დარბაზი დამთავრდა და ძალიან ვიწრო გასასვლელით გავდივართ მეორეში, რომლის ბოლოს პატარა ტბაა. იმდენი სილამაზე ვიხილე, რომ ამ განცდის ფურცელზე გადატანა ძალიან მიჭირს. ემოციებით დატვირთულებმა დავტოვეთ მოთენას მღვიმე და გავემართეთ ბალდის მონასტერისაკენ. მონასტერს გასდევს ბალდის კანიონი, რომელიც მართალია გაჭედილის კანიონივით პოპულარული არაა, მაგრამ სილამაზით მას არ ჩამოუვარდება. გავიარეთ კანიონის გასწვრივ გრუნტის გზა დაახლოებით 1,5 კმ და საავტომობილო გზაც დამთავრდა და დაიწყო ლამაზი ბილიკი კოლხური ბზის ტყეში. მალე მივადექით საოცარ ჩანჩქერს კაღუს. ჩანჩქერის აღწერას არ მოვყვები, იგი ადამიანმა თავად უნდა ნახოს და მისი სილამაზით მოღებული ემოცია განიცადოს. რადგან შემოდგომაა და დღეც მოკლეა, ვჩქარობთ. გავემართეთ სოფელ სალხინოსაკენ, სადაც დადიანების რეზიდენცია გველოდება. დავათვალიერეთ სასახლე, კარის ეკლესია, მარანი, მაგრამ გულახდილად მინდა ვთქვა: მომნუსხა ეზომ, რომელიც ყველა სეზონზე ლამაზია, მაგრამ შემოდგომით, როცა ფოთოლცვენა იწყება, საოცარ სანახაობას წარმოადგენს. უდიდესი ემოციებით დატვირთულებმა დავტოვეთ სასახლის ეზო, ავტობუსში ჩავსხედით და გავემართეთ ლიცეუმისაკენ. ეს დღე არასდროს ამოიშლება ჩემი მეხსიერებიდან,როგორც ერთ-ერთი ულამაზესი დღე ჩემს ცხოვრებაში...

Комментариев нет:
Отправить комментарий