კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ტრადიციულად მიმდინარეობს სასწავლო პროექტების სერია, რომლებიც ჩვენი სამშობლოს სხვადასხვა კუთხის ღირსშესანიშნაობათა შესწავლას ისახავს მიზნად. ჩვენი ლიცეუმი გამორჩეულია იმით რომ აქ მყოფი კადეტები წარმოვადგენთ საქართველოს ყველა რეგიონს. ხშირად ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენ-ჩვენი კუთხის ღირსშესანიშნაობათა შესახებ მოსაზრებებს. სწორედ ყველაფერი ეს გვეხმარება ახალი პროექტების დაგეგმვაში. ამჯერად ჩვენი „სამიზნე“ აღმოჩნდა მარტვილის მუნიციპალიტეტი თავისი სილამაზითა და ღირსშესანიშნაობებით.
შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა და ჩვენი მოგზაურობა დავყავით სამ ნაწილად.
პირველი მოგზაურობა შედგა 23 მაისს, 2015 წელს შემდეგი მარშრუტით:
ქუთაისი-სოფელი ბანძა-აბედათის ციხე-მარტვილის მონასტერი-მხარეთმცოდნეობის მუზეუმი-გაჭედილის კანიონი-ქუთაისი
მეორე მოგზაურობა შედგა 18-19 აგვისტოს, 2015 წელს შემდეგი მარშრუტით:
ქუთაისი-მარტვილი-ინჩხურის მღვიმე-გაჭედილის კანიონი-ბალდის მონასტერი-ბალდის კანიონი-ჩანჩქერი კაღუ-სალხინოს დადიანების სასახლე-სოფელი წაჩხურუ-ქუთაისი
მესამე მოგზაურობა შედგა 2 მოემბერს, 2015 წელს შემდეგი მარშრუტით:
ქუთაისი-მარტვილის მონასტერი-მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი-გაჭედილის კანიონი-მოთენას მღვიმე-ჩანჩქერი კაღუ-სალხინოს დადიანების სასახლე-ქუთაისი
Комментариев нет:
Отправить комментарий