მარტვილის მონასტერი

ქალაქ მარტვილს ზემოდანდასცქერის ლამაზი გორაკი, რომელზეც ქართველ კაცს ჯერ კიდევ მეშვიდე საუკუნეში აღუმართავს მონასტერი, რომელსაც დღესაც აღტაცებაში მოჰყავს მნახველი. არსებობს  გადმოცემა ანდრია პირველწოდებულის მიერ  აქ  წარმართული მუხის მოჭრისა და ქრისტიანობის ქადაგების შესახებ. დღევანდელი ტაძრის ადგილზე წარმართული „კაპუნიას“ კერპი მდგარა, რომელსაც პირღია ადამიანის სახე ჰქონდა. მას მსხვერპლად ცოცხლად სწირავდნენ დედისერთა ჩვილ ბავშვებს. კერპი მიბმული იყო დიდ მუხის ხეზე. ყრმის შერჩევა ხდებოდა წლის ერთ-ერთ „თუთაშ-დღას“ (ორშაბათი). ამ დღეს მოგვები კენჭის ყრით ირჩევდნენ სამსხვერპლო ყრმას, შემდეგ მშობლები, ღვთის არჩეულის პატივსაცემად, მართავდნენ „საბატონ“ (შაბათი) დღეს დიდ ლხინს,   ხოლო მეორე დღეს „ბჟას დღას“ (კვირა) დიდებული ეტლით მიამგზავრებდნენ ყრმას მუხის ეზოსკენ, სადაც დედა ამთავრებდა მსხვერპლის შეწირვის რიტუალს. როცა ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი მივიდნენ მარტვილში, მოჭრეს დიდი მუხა, გაანადგურეს კერპი და მის ადგილზე ჯვარი აღმართეს. მოგვიანებით კი აქ მონასტერი აშენდა, რომელმაც დროთა განმავლობაში უამრავ ჭირვარამს გაუძლო.




ეკლესიის კანკელის წინ დასაფლავებულნი არიან ნინა და თამარ დადიანები, სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის ქალიშვილები. აქვე დაკრძალულია ლევან დადიანი. მეორე მწკრივზე დასაფლავებულნი არიან :ეკატერინე ჭაჭავაძე-დადიანი, ანდრია და ნიკო დადიანები.. აფსიდის სვეტთან ბალდახინის ქვემოთ მარხია სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი დავით ლევანის ძე დადიანი. მარტვილის მონასტერში დასაფლავებულია ბაგრატ IV, თუმცა საფლავი არაა მიგნებული.
 როდესაც მარტვილის მონასტერზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ  დიდი ქართველი მამულიშვილი გიორგი ჭყონდიდელი. სწორედ აქ აღზარდა მან ჩვენი დიდებული მეფე დავით აღმაშენებელი. გიორგი ჭყონდიდელს  უდიდესი ადგილი ეკავა ქვეყნის როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე სულიერი განვითარების საქმეში. სწორედ ის იყო ცნობილი რუის-ურბნისის საკლესიო კრების მთავარი მოქმედი პირი.
შემთხვევითი არ იყო ის გარემოება, რომ დავით აღმაშენებელმა საეკლესიო პირთაგან გიორგი ჭყონდიდელი შეარჩია და მას მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის საპატიო თანამდებობა უბოძა, Xს-ში დაარსებული ჭყონდიდის საეპისკოპოსო თანდათან აღზევდა და      XI ს-ის შუა წლებში, ბაგრატ   IV-ის დროს, მთელ დასავლეთ საქართველოს უწარჩინებულეს კათედრად იქცა.
როგორც მემატიანე მოგვითხრობს: მეუფე გიორგი ჭყონდიდელი იყო დავით აღმაშენებლისაღმზრდელი და თანაგამკაფველი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლთა მისთა“. გიორგივითარცა მამა მეფისა, ეგრეთვე ყველა საურავი უმისოდ არ იქმნების“. მეუფე გიორგი იყომართლმსაჯული უღონოთა და ქვრივთ ხელისმპყრობელი“.

მადლიერმა თაობამ ჯეროვნად დააფასა დიდი ქართველის ერთგულება სამშობლოსადმი.  ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა და მისი უდიდესი დამსახურების გამო, როგორც საერო, ასევე სასულიერო ცხოვრებაში, მას „ღირსი“ უწოდა.          


მარტვილის მონასტერი - ფოტორეპორტაჟი ambioni.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий