მღვიმე - ვრცელი სიღრუე დედამიწის ქერქის ზედა ფენაში, მიწის ზედაპირზე გამოდის ხვრელებით. წარმოიქმნება წყალში ხსნადი ნაპრალოვანი ქანების (კირქვა, დოლომიტი, თაბაშირი) გამოტუტვითა და გადარეცხვით. ისინი წარმოქმნიან მრავალკილომეტრიან და მრავალსართულიან რთულ მღვიმურ სისტემებს, რომლებშიც მიწისქვეშა მდინარეები გადის, ზოგჯერ გვხვდება ტბები, ჩანჩქერები, სტალაქტიტები, სტალაგმიტები და სხვა კარსტული ფორმები.
ზოგიერთი მღვიმე ციცაბოდ ეშვება მიწის სიღრმეში და ე. წ. უფსკრულს წარმოქმნის. უღრმესი უფსკრულებია:
1. კრუბერის გამოქვაბული (საქართველო)- 2190 მ;
2. თოვლიანი უფსკრული — 1753 მ (საქართველო, ბზიფის ქედი);
3. ლამპრეჰსტოფენი - 1632 მ (ავსტრია)
სტალაქტიტი — არის გამოქვაბულის თაღიდან კონუსებურ სვეტად ჩამოგრძელებული შვერილი, რომელიც გაჩენილია ჩამოჟონილი კირიანი წყლის წვეთებისაგან.
სტალაგმიტი — მინერალურ წვეთებისგან (ძირითადად კირისგან) შექმნილი კონუსისებრი წამონაზარდი, რომელიც აღმართულია გამოქვაბულის ძირიდან ვერტიკალურად.დღესდღეობით ყველაზე დიდი სტალაგმიტი აღმოჩენილია გამოქვაბულ ლას ვილასში, კუბა. მისი სიმაღლე 63 მეტრია. სიდიდით მეორე სტალაგმიტი 35,6 მეტრია და ის მდებარეობს სლოვაკეთის გამოქვაბულ ბუზგოში
ტრავერტინი — ფორიანი, მცირე სიმკვრივის ნახევარკრისტალური მყარი წვრილმარცვლოვანი ქანი, რომელიც წარმოიქმნება ცხელი ან ცივი წყაროებისგან, კალციუმის კარბონატის (უფრო ხშირად არაგონტის) დალექვის შედეგად. ხშირად შეიცავს მცენარეების ანაბეჭდებს, ხმელეთის ან მტკნარი წყლის მოლუსკების (გასტროპოდების) ნიჟარებს.
დასავლეთ საქართველოს
კარსტის სპელეოლოგიურ თავისებურებას განსაზღვრავს ცალკეული მასივების გეოლოგიური სტრუქტურა და გეომორფოლოგიური თავისებურება, ასევე ატმოსფერული ნალექების რაოდენობა და სხვ. საქართველოში 1500 მ-დე მღვიმეა (მრავალი მათგანი შესწავლილია). კარსტული რელიეფი ძირითადად დასავლეთ საქართველოშია, აღმოსავლეთ საქართველოში კარსტი სპორადულადაა განვითარებული და წარმოდგენილია თრუსოს ხეობაში, მდ. ქსნის სათავეში, ასევე გომბორის ქედზე და ა.შ. საქართველოში ფართოდ გვხვდება კლასტოკარსტი. მისი გავრცელების უდიდესი რაიონებია ცენტრალური სამეგრელო და აფხაზეთი. კლასტოკარსტი დაკავშირებულია კარბონატული ცემენტის მქონე ნგრეულ ქანებთან - ეს ქანებია ქვიშაქვა, კონგლომერატი და ბრეჩქია.
მოთენას მღვიმე
ბუნების ძეგლი წარმოადგენს ასხის მასივზე, ტაბაკელას ქედის ჩრდილო-დასავლეთს ფერდობზე, მდინარე აბაშის ხეობის მარცხენა მხარეს ეოცენური ასაკის შრეებრივ კირქვებში გამომუშავებულ ორსართულიან მღვიმეს, სადაც გაედინება მუდმივმოქმედი ნაკადი, რომელიც მდ. აბაშას უერთება. მღვიმე ორი დიდი დარბაზისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს ვიწრო, მაგრამ მაღალი გასასვლელებით უკავშირდებიან. ბოლო დარბაზის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში 10 მ საფეხურია, რომლითაც მღვიმის მეორე სართულზე შეიძლება მოხვედრა. აქ მრავლადა: სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ტრავერტის კასკადები, გურები, ფარდები, ასევე დიდი ზომის ლოდები, გამოფიტვის ადგილობრივი მასალა. მღვიმეში ბინადრობენ ობობები და სხვა მწერები. ისტორიული ნაგებობა შუა საუკუნეებში გამოყენებული იყო ციხე-სიმაგრედ.
Комментариев нет:
Отправить комментарий